Sample questions for the CERTUS test in English
Writing
(Read the essay topic and write 230-250 words.)
Some people think that children should follow their parents’ profession. Do you agree or disagree? Give your own opinion. Include examples and arguments.
You have 45 minutes for the task.
წერის დავალების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები
C1 Advanced: ნაწერი ძალიან კარგია. დავალების მოთხოვნას პასუხობს სრულად. არგუმენტები და მაგალითები მკაფიო და ამომწურავია; გამოყენებულია მდიდარი ლექსიკა და მრავალფეროვანი გრამატიკული სტრუქტურები.
B2 Upper-intermediate: ნაწერი კარგია. პასუხობს დავალების მოთხოვნას, თუმცა ზოგ შემთხვევაში ინფორმაცია სრული არ არის; არგუმენტები კარგია, თუმცა, ამომწურავი არ არის. ლექსიკა კარგია. გრამატიკული სტრუქტურები საშუალო სირთულისა.
B1 Intermediate: ნაწერი საშუალო დონისაა. დავალების მოთხოვნას პასუხობს ნაწილობრივ. ინფორმაცია უმეტესწილად სრული არ არის; არგუმენტები ზოგადი ხასიათისაა; ლექსიკა და გრამატიკა ერთფეროვანია. მართლწერის შეცდომები თვალშისაცემია.
A2 Pre-intermediate: ნაწერი საშუალოზე დაბალი დონისაა. საკითხი გაკვრით არის განხილული; დებულებები მეორდება. ინფორმაცია მწირი და, ზოგ შემთხვევაში, შეუსაბამოა. ლექსიკა მარტივია, გრამატიკული შეცდომები ხშირია. მართლწერის შეცდომებს სისტემური ხასიათი აქვს.სიტყვების რაოდენობა აუცილებელზე ნაკლებია.
A1 Elementary: ნაწერი სუსტია. დაწერილია რამოდენიმე წინადადება. ლექსიკა მეტად მარტივი, ერთფეროვანი და/ან შეუსაბამოა. გამოყენებულია მეტად მარტივი და ერთფეროვანი წინადადებები. აზრის გაგება უმეტერს შემთხვევაში ჭირს.