ენის გამოყენება და კითხვა
ენის გამოყენებისა და კითხვის ნაწილი ამოწმებს გრამატიკული სტრუქტურებისა და ლექსიკის ცოდნას, ასევე იმას, თუ რამდენად აქვს განვითარებული საგამოცდო პროცესის მონაწილეს წაკითხულის გააზრების უნარი. ტესტის ეს ნაწილი შედგება სხვადასხვა სირთულის (მარტივიდან რთულისკე A1 - C1) არჩევითი პასუხების მქონე 100 დავალებისგან. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 0.25 ქულით. ტესტის ამ ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 25.

მოსმენა
მოსმენის ნაწილი ამოწმებს უცხო ენაზე მოსმენის უნარს. მოსმენის დავალებებზე მუშაობისას საგამოცდო პროცესის მონაწილე ისმენს სხვადასხვა სირთულისა და შინაარსის ტექსტებს და პასუხობს დასმულ შეკითხვებს. დავალებები ამ შემთხვევაშიც არჩევითი პასუხების მქონეა. ტესტის ეს ნაწილი შედგება 25 დავალებისგან. ტესტის ამ ნაწილის მაქსიმალური ქულა არის 25.

ლაპარაკი
ლაპარაკის ნაწილი ამოწმებს უცხო ენაზე ლაპარაკის უნარს. საგამოცდო პროცესის მონაწილეს ეძლევა 5 სხვადასხვა სირთულის და შინაარსის შეკითხვა, რომელთაც მან განსაზღვრული დროის მონაკვეთში უნდა უპასუხოს. ეს დავალება ფასდება 25 ქულიანი შეფასების სქემით, რომელიც იძლევა საგამოცდო პროცესის მონაწილის არჩეულ უცხო ენაზე ლაპარაკის დონის განსაზღვრის საშუალებას.

წერა
წერის ნაწილი ამოწმებს უცხო ენაზე წერის უნარს. საგამოცდო პროცესის მონაწილეს ეძლევა კონკრეტული თემა, რომელიც მან 45 წუთის განმავლობაში უნდა დაწეროს. ეს დავალება ფასდება 25 ქულიანი შეფასების სქემით, რომელიც იძლევა საგამოცდო პროცესის მონაწილის უცხო ენაზე წერის დონის განსაზღვრის საშუალებას.