ენის ფლობის დონე განისაზღვრება საერთო ევროპული ჩარჩოს (Common European Framework of Reference for Languages) მიერ დადგენილი დონეებთან შესაბამისობაში - C1 (მაღალი), B2 (საშუალოზე მაღალი), B1 (საშუალო), A2 (საშუალოზე დაბალი), A1 (ელემენტარული). შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატში აისახება, თუ რა დონეზე ფლობს შესაბამისი პირი მოცემულ ენას.
The level of language proficiency is determined in accordance with the levels set by the Common European Framework of Reference for Languages - C1 (high) , B2 (above average), B1 (medium), A2 (below average), A1 (elementary).
ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან:
1. კითხვა და ენის გამოყენება;
2. მოსმენა;
3. ლაპარაკი;
4. წერა.
საგამოცდო პროცესის მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს ტესტი მთლიანად ან მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ტესტის ნაწილების ჩაბარება შეიძლება ნებისმიერი თანმიმდევრობით.
ტესტირება ჩატარდება კომპიუტერულად. კითხვის/ენის გამოყენების და მოსმენის ნაწილების შედეგებს საგამოცდო პროცესის მონაწილე გაიგებს ტესტის დასრულებისთანავე, ხოლო ლაპარაკისა და მოსმენის ნაწილების შედეგები ცნობილი გახდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
ტესტირების შედეგების მიხედვით დადგინდება, თუ რა დონეზე ფლობს საგამოცდო პროცესის მონაწილე ენას, რაც, შესაბამისობაში იქნება უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპული ჩარჩოს მიერ დადგენილ დონეებთან: C1, B2, B1, A2, A1 (ელემენტარული).
CERTUS-ის ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი სერთიფიკატი აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე აკრედიტებული კერძო და საჯარო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ.