უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპული ჩარჩოს მიერ დადგენილ დონეები

A


საბაზისო დონე

A1

დაბალი

- შეუძლია მიჰყვეს ძალიან ნელ, აუჩქარებელ და დიდი პაუზების მქონე საუბარს.

- შეუძლია გაიგოს ძალიან მოკლე, მარტივი ტექსტები და ის ცალკეული წინადადებები, რომლებშიც მისთვის ნაცნობი სიტყვები ან მარტივი ფრაზებია გამოყენებული.

შეუძლია წერილობით მოითხოვოს და/ან გადასცეს ზოგადი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ.

შეუძლია ილაპარაკოს მარტივი თემების შესახებ, ლაპარაკობს ნელა, იყენებს მარტივ ენობრივ კონსტრუქციებს, იმეორებს დებულებებს.

A2

საშუალოზე დაბალი

- აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია გაიგოს, თუ თანამოსაუბრე მეტყველებს ნელა და გარკვევით.

- შეუძლია გაიგოს მოკლე, მარტივი ტექსტები, რომლებშიც განსაკუთრებით ხშირად გამოყენებადი ლექსიკური ერთეულები გვხვდება.

შეუძლია მოკლე, მარტივი და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ტექსტების შექმნა.

შეუძლია ილაპარაკოს მარტივი და ნაცნობი თემების შესახებ, კომუნიკაცია ერთფეროვანი და მარტივია. 


B


საშუალო დონე 

B1

საშუალო

- აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია გაიგოს, თუ საუბარი მისთვის ნაცნობ თემატიკას ეხება და მეტყველება მკაფიო და სტანდარტულია.

მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია გაიგოს ფაქტობრივი ინფორმაციის შემცველი ტექსტები, თუ თემატიკა მის საქმიანობას ანდა ინტერესებს უკავშირდება. 

- შეუძლია პირადი ხასიათის წერილის ან მცირე ტექსტის შექმნა და საკუთარი მოსაზრების მარტივად, მაგრამ თანმიმდევრულად გამოხატვა. 

შეუძლია სხვადასხვა სიტუაციაში მარტივი, მაგრამ მრავალფეროვანი ლექსიკის გამოყენება.

B2

საშუალოზე მაღალი

- აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია გაიგოს, თუ თანამოსაუბრე არ იყენებს რთულ ფრაზებს.

- აქვს მდიდარი ლექსიკა, თუმცა ნაკლებად გამოყენებადი ფრაზების წაკითხვისას ტექსტის გაგება უჭირს.

შეუძლია საკუთარი აზრის ანდა რაიმე ამბის შთამბეჭდავად გადმოცემა.

შეუძლია ლაპარაკი თავისუფლად, სპონტანურობის გარკვეული ხარისხით.


C


მაღალი დონე 

C1

მაღალი

შეუძლია საუბრის შინაარსის გაგება რთული და კომპლექსური თემების შესახებ, თუმცა შესაძლოა ხანდახან დეტალების დაზუსტება დასჭირდეს.

შეუძლია რთული და ვრცელი ტექსტების გაგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტექსტის რთული მონაკვეთების გადაკითხვის შესაძლებლობა მიეცემა.

შეუძლია საკუთარი აზრის გარკვევით და ზუსტად გამოხატვა.

შეუძლია საკუთარი აზრის თავისუფლად და სპონტანურად გადმოცემა.