შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტი "CERTUS" - ინგლისური ენის ცოდნის დონის დადასტურების საუკეთესო შესაძლებლობაა ნებისმიერი მსურველისთვის. ტესტი ადგენს, თუ რა დონეზე ფლობს საგამოცდო პროცესის მონაწილე ენის გრამატიკულ სტრუქტურებსა და ლექსიკას, ასევე იმას, თუ რამდენად აქვს განვითარებული კითხვის, მოსმენის, ლაპარაკისა და წერის უნარები. ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან: კითხვა და ენის გამოყენება, მოსმენა ლაპარაკი და წერა. საგამოცდო პროცესის მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს ტესტი მთლიანად ან მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ტესტის ნაწილების ჩაბარება შეიძლება ნებისმიერი თანმიმდებრობით..